აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის შესახებ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ზანაქიძეები, შარაბიძეები, მახვილაური და სოფელი ხელვაჩაური.
აღნიშნულ სოფლებში თანამედროვე კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, დაწყებულია საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია და მიმდინარეობს სოფლებში: კირნათი და კობალეთი. სამუშაოების ჩატარება ასევე დაგეგმილია ერგეს და ჯოჭოს დასახლებებში.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, ახალი თანამედროვე სტანდარტების წყლის და წყალარინების სისტემით აჭარაში მცხოვრები დაახლოებით 6000 ოჯახი ისარგებლებს.