აჭარაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს და გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ორგანიზებით, ბიზნეს დელეგაცია იმყოფება.
დელეგაციის წარმომადგენლებს სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორი, თეიმურაზ ბედინაძე შეხვდა. დელეგატები წყალმომარაგების, წყალარინების და ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიების წარმომადგენლები არიან.
შეხვედრაზე აჭარაში მიმდინარე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტზე, აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის შესახებ ისაუბრეს. ასევე, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
შეხვედრას სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორის მოადგილე ტექნიკურ საკითხებში რამაზ ასანიძე, გერმანული საკონსულტაციო კომპანია MACS რეგიონული კოორდინატორი ლია დავითაძე და გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.