აჭარაში წყლის სისტემის განვითარების მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარეაგებისა და წყალარინების პროექტის ფარგლებში, სამუშაოები აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ეტაპობრივად ხორციელდება.
შუახევის მუნიციპალიტეტში თანამედროვე კომუნალური ინფრასტრქტურის მოწყობის მიზნით, სამუშაოები უკვე დაწყებულია სოფლებში: ბრილი, გომარდული, წანკალაური, ღორექეთი.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა წყალარინების პროგრამის ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტში დამატებით დაგეგმილია ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩირუხის მთაზე.
ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს საპროექტო-საინჟინრო დოკუმენტაციის მომზადება. დაწყებულია ტერიტორიის ტოპოგრაფიული დაკვალვა და წყალმომარაგების ინფრასტრქტურისთვის ლოკაციების შერჩევა.
სს “აჭარის წყლის ალიანსის” საკონსულტაციო კომპანია MACS -ის ინჟინერმა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს პროექტის მიმდინარეობის დეტალები და დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია შეხვედრისას გააცნო.
შუახევის მუნიციპალიტეტში აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგების და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება დაბა შუახევში და შუახევის 16 სოფელში.