18 სექტემბერს წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღე აღინიშნება.
წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღე, ამერიკის სუფთა წყლის ფონდის (ACWF) მიერ 2003 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება. ეს დღე მიზნად ისახავს საზოგადოების ჩართულობისა და ცნობიერების ამაღლებას წყლის რესურსების დაცვასთან და მოსახლეობისთვის სუფთა, სასმელად ვარგისი წყლის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მთელს მსოფლიოში.
სს „აჭარის წყლის ალიანსი“ აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, პროგრამის თითოეული საპროექტო ტერიტორიისთვის განკუთვნილი წყლის ხარისხის ორგანოლეპტიკურ, ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ კვლევებს ახორციელებს.
პროგრამის ფარგლებში აჭარის მასშტაბით დაგეგმილია ლაბორატორიების მოწყობა, სადაც სტანდარტების შესაბამისად 24 საათიან რეჟიმში შემოწმდება სასმელი წყლის ხარისხი.