აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურა შემდეგ ტერიტორიებზე აშენდება: დაბა ხულო, დიოკნისი, დუაძეები, ოქრუაშვილები, ძირკვაძეები, გურძაული, დეკანაშვილები, თხილაძირი, ქვედა ვაშლოვანი, განახლება, ზედა დეკანაშვილები და ძმაგულა.