დაბა ხულოში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში, დასრულდა წყალარინების ძველი გამწმენდი ნაგებობის დემონტაჟი და იწყება ნაგებობის მიმდებარე ფერდის სტაბილიზაციის სამუშაოები.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტში ახალი, თანამედროვე კომუნალური ინფრასტრუქტურით დაბა ხულო და ხულოს 11 სოფელი ისარგებლებს.