ჯიხანჯურის დასახლებაში, ქობულეთში წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
ქობულეთში ოჩხამურის, ცეცხლაურის და ჯიხანჯურის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დაგეგმილია ორი მიწისქვეშა ჭაბურღილის მოწყობა. აშენდება 200მ3, 400მ3 და 600მ3 მოცულობის რეზერვუარები.
გარემოზე ზიანის შემცირების მიზნით, მოეწყობა სეპტიკური ავზები და აშენდება წყალარინების ცენტრალური სისტემა. წყალარინების წყლების გაწმენდის მიზნით, ოჩხამურში ხუთი გამწმენდი ნაგებობა აშენდება. გამწმენდ ნაგებობებზე, საქართველოს და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, მოხდება წყალარინების წყლების გაწმენდა.
დასახლებებში წყალმომარაგების და წყალარინების ახალი სისტემებით 697 ოჯახი ისარგებლებს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში აჭარის დაბების და სოფლების წყალმომარაგების და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს ქვედა კვირიკეს, ცეცხლაურის და ჯიხანჯურის დასახლებებში.