გომარდულში 24 საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგების სისტემების მოწყობის მიზნით, სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, თანამედროვე კომუნალური ინფრასტრუქტურით 100 ოჯახი ისარგებლებს.
გომარდულის წყალმომარაგებისთვის, აშენდება 100მ3 მოცულობის რეზერვუარი. ასევე, დაგეგმილია წყალარინების დეცენტრალური სისტემების მოწყობა.
შუახევის მუნიციპალიტეტში, აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში სამუშაოები ჩატარდება დაბა შუახევში და შუახევის 16 სოფელში.