ხულოს მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობის მიზნით სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სოფლებში თხილაძირი, დუაძეები და ოქრუაშვილები. სამუშაოები დაწყებულია ასევე დაბა ხულოში, სადაც წყალარინების ძველი გამწმენდი ნაგებობის დემონტაჟი ხორციელდება.
ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა სს “აჭარის წყლის ალიანსის” დირექტორმა თეიმურაზ ბედინაძემ.
ხულოს მუნიციპალიტეტში, აჭარის დაბების და სოფლების წყალმომარაგების და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოები დაბა ხულოში და ხულოს 11 სოფელში ჩატარდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხულოს მუნიციპალიტეტში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურით 1601 ოჯახი ისარგებლებს.