აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბური პროექტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო
საკონსულტაციო კომპანიებთან ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია
პირველი სამუშაო შეხვედრა საკონსულტაციო კომპანიებთან
აჭარაში წყლის და წყალარინების სისტემების განვითარების პროექტი ხორციელდება
აჭარაში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების განვითარების პროექტი მიმდინარეობს
აჭარის წყლის სისტემების პროექტის საწყისი ფაზის ვორქშოფი
კოვიდ რეგულაციები
სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასურსათო კალათები დაურიგდათ
საერთაშორისო სატენდერო პაკეტების გახსნა
სამუშაო შეხვედრა მიმდინარე სამუშაოების შესახებ
სამუშაო შეხვედრა შუახევში მიმდინარე კვლევითი სამუშაოების შესახებ
სამუშაო შეხვედრა დაგეგმილ სარეაბილიტაციო საკითხებთან დაკავშირებით
საინჟინრო-საპროექტო ნახაზების წარდგენა
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბური პროექტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბური პროექტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
ისტორიული პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოები აჭარის 39 სოფელში და დაბებში განხორციელდება.
მასშტაბური პროექტის ღირებულება დაახლოებით 100 მლნ ევროს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში ახალი თანამედროვე სტანდარტების წყლის და წყალარინების სისტემით აჭარაში მცხოვრები დაახლოებით 6000 ოჯახი ისარგებლებს.
აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოები ერთდროულად დაიწყება და სოფლების ჩართვა ახალ სისტემაში, ეტაპობრივად მოხდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
2024 წელს, აჭარაში, პირველ ეტაპზე, 24 საათიანი წყალომარაგებით და გამართული წყალარინების სისტემებით შემდეგი დასახლებები ისარგებლებენ:
ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში, სამუშაოების დაწყების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. პროგრამის ფარგლებში, ქობულეთის შერჩეულ ტერიტორიებზე: ოჩხამური, ცეცხლაური, ჯიხანჯური, ქვედა კვირიკე, მუხაესტატეს მეურნეობის დასახლება და ჩაქვისთავი, ექვსი წყლის რეზერვუარი, ოთხი სათავე ნაგებობა, ხუთი ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა და წყალარინების სეპტიკური ავზები აშენდება.
ინფრასტრუქტურული პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ცერემონიას აჭარის მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოში გერმანიის საელჩოს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის KfW, „აჭარის წყლის ალიანსის“ წევრები და მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ.