ესეების კონკურსი მოსწავლეებისთვის - „წყალი მშვიდობისთვის“
საკონსულტაციო კომპანიებთან ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია
პირველი სამუშაო შეხვედრა საკონსულტაციო კომპანიებთან
აჭარაში წყლის და წყალარინების სისტემების განვითარების პროექტი ხორციელდება
აჭარაში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების განვითარების პროექტი მიმდინარეობს
აჭარის წყლის სისტემების პროექტის საწყისი ფაზის ვორქშოფი
კოვიდ რეგულაციები
სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასურსათო კალათები დაურიგდათ
საერთაშორისო სატენდერო პაკეტების გახსნა
სამუშაო შეხვედრა მიმდინარე სამუშაოების შესახებ
სამუშაო შეხვედრა შუახევში მიმდინარე კვლევითი სამუშაოების შესახებ
სამუშაო შეხვედრა დაგეგმილ სარეაბილიტაციო საკითხებთან დაკავშირებით
საინჟინრო-საპროექტო ნახაზების წარდგენა
ესეების კონკურსი მოსწავლეებისთვის - „წყალი მშვიდობისთვის“
სს „აჭარის წყლის ალიანსი“ 22 მარტს წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აცხადებს ესეების კონკურსს - „წყალი მშვიდობისთვის“.
ესეების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებული ეკოკლუბების სკოლების მოსწავლეებს, VII-XII კლასების ჩათვლით. (იხილეთ სკოლების დეტალური ჩამონათვალი ქვემოთ).
წყლის საერთაშორისო დღე, გაეროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ, ყოველწლიურად 22 მარტს, 1993 წლიდან აღინიშნება. ამ დღის მიზანია მოსახლეობაში გაიზარდოს ცნობიერება უსაფრთხო სასმელ წყალთან წვდომის შესახებ, რადგან გაეროს მონაცემების თანახმად მსოფლიოში 2.2 მილიარდ ადამიანს უსაფრთხო სასმელ წყალთან წვდომა არ აქვს. გაეროს გადაწყვეტილებით, წყლის საერთაშორისო დღის ფარგლებში ყოველწლიურად სხვადასხვა კამპანიები ტარდება. 2024 წლის კამპანიაა - „წყალი მშვიდობისთვის“.
სს „აჭარის წყლის ალიანსის“ მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსის მიზანია მოსწავლეებში ამაღლდეს ცნობიერება წყლის რესურსების უსაფრთხოდ, სტანდარტების შესაბამისად მართვის და მასზე მოსახლეობის თანაბარი წვდომის უზრუნველყოფის შესახებ. შეფასების და ანალიზის უნარის გამომუშავება, თუ რისი გაკეთება შეუძლია თითოეულ მოქალაქეს წყლის რესურსების შენარჩუნების და დაცვის მიზნით.
საკონკურსო პირობები:
ნაშრომების შეფასების კრიტერიუმებია:
წყლის საერთაშორისო დღესთან და კამპანიასთან დაკავშირებით, დამატებით საკითხავ მასალას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://shorturl.at/jlwG6