აჭარაში წყლის და წყალარინების თანამედროვე სისტემის პროექტის სამშენებლო სამუშაოები იწყება
საკონსულტაციო კომპანიებთან ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია
პირველი სამუშაო შეხვედრა საკონსულტაციო კომპანიებთან
აჭარაში წყლის და წყალარინების სისტემების განვითარების პროექტი ხორციელდება
აჭარაში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების განვითარების პროექტი მიმდინარეობს
აჭარის წყლის სისტემების პროექტის საწყისი ფაზის ვორქშოფი
კოვიდ რეგულაციები
სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასურსათო კალათები დაურიგდათ
საერთაშორისო სატენდერო პაკეტების გახსნა
სამუშაო შეხვედრა მიმდინარე სამუშაოების შესახებ
სამუშაო შეხვედრა შუახევში მიმდინარე კვლევითი სამუშაოების შესახებ
სამუშაო შეხვედრა დაგეგმილ სარეაბილიტაციო საკითხებთან დაკავშირებით
საინჟინრო-საპროექტო ნახაზების წარდგენა
აჭარაში წყლის და წყალარინების თანამედროვე სისტემის პროექტის სამშენებლო სამუშაოები იწყება
აჭარაში წყლის და წყალარინების თანამედროვე სისტემის პროექტის სამშენებლო სამუშაოები იწყება.
ისტორიული პროექტის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი ოფიციალურად მოეწერა.
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში აჭარის 39 სოფელში და დაბებში მოსახლეობა თანამედროვე სტანდარტების, უწყვეტი წყალმომარაგების და გამართული წყალარინების ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
პროექტით დაგეგმილია წყალმომარაგების სათავე ნაგებობების, მაგისტრალური ქსელების, რეზერვუარების, წყალარიენების გამწმენდი ნაგებობების, წყალარინების ქსელების, ლაბორატორიების და მუნიციპალური წყალმომარაგების საწარომების ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა.
აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოები ერთდროულად დაიწყება და სოფლების ჩართვა ახალ, თანამედროვე სტანდარტების სისტემაში, ეტაპობროვად განხორციელდება. შედეგად, 2024 წელს, პირველ ეტაპზე, 24 საათიანი წყალომარაგებით უკვე ისარგებლებს: მილისი (ქედა), უჩხითი (ქედა), ქოსოფელი (ქედა), კირნათი (ხელვაჩაური), კობალეთი (ხელვაჩაური), ცეცხლაური (ქობულეთი), ოჩხამური (ქობულეთი), ჯიხანჯური (ქობულეთი), ქვედა კვირიკე (ქობულეთი) და მუხაესტატეს მეურნეობის დასახლება (ქობულეთი).
სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, 2024 წელს აშენდება: წყალმომარაგების 10 სათავე ნაგებობა, 137 კმ სიგრძის წყალმომარაგების მილები, 9 რეზერვუარი, 7 წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, 978 წყალარინების სპეციალური ორმო (სეპტიკი), 5 წყალმომარაგების კომპანიის ოფისი.
პროექტის განმახორციელებელი „აჭარის წყლის ალიანსის“ მიერ, კომუნალური ინფრასტრუქტურის მდგრადი მართვის მიზნით, მუნიციპალური წყალმომარაგების საწარმოები შეიქმნა. შეძენლია 22 სპეცტექნიკა, რომელიც მუნიციპალიტეტებში უკვე განთავსებულია.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტს აჭარის მთავრობა, „აჭარის წყლის ალიანსი“, გერმანიის ფედერაციული რესეპუბლიკის თანადაფინანსებით, KfW ბანკის და ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში ახორციელებს.