სს „აჭარის წყლის ალიანსი“ აქციონერთა კრებას მართავს. კრებაზე დღის წესრიგის მიხედვით, დაგეგმილია შემდეგი საკითხების განხილვა:
- 2022 წლის აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშგების განხილვა და დამტკიცება;
- 2024 წლის ხარჯების საპროგნოზო მონაცემების (ბიზნეს-გეგმის) დამტკიცება;
- 2023 წლის ფინანსური ანგარიშის შემოწმებაზე აუდიტორის დანიშვნა;
- აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, აჭარის მუნიციპალიტეტებში დაარსებული წყალმომარაგებისა და წყალარინების საწარმოების დაფინანსების საკითხების განხილვა;
- სს „აჭარის წყლის ალიანსი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს არჩევა;
სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრება გაიმართება 2023 წლის 22 დეკემბრის დღის 15 საათზე ქ. ბათუმში, კომახიძის ქ. #119-ში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიულ მისამართზე: ქ. ბათუმი, კომახიძის ქ. #119, IV სართული, სააქტო დარბაზი).
აქციონერთა კრების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://shorturl.at/nvyMV