სს „აჭარის წყლის ალიანსის“ და მუნიციპალური კომუნალური საწარმოების თანამშრომლებისთვის FIDIC-ის კონტრაქტის მართვის და ზედამხედველობის წესების შესახებ, ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგზე მონაწილეები FIDIC-ით გათვალისწინებულ სამშენებლო ხელშეკრულების დეტალებს და მასში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესებს გაეცნენ. ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი FIDIC-ის კონტრაქტით განხორციელებულ საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების განხილვას დაეთმო.
ტრენინგს სს „აჭარის წყლის ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ლობჟანიძე და საკონსულტაციო კომპანია MACS-ის მოწვეული ექსპერტი პროექტების მართვაში ბერნჰარდ ფიშერი უძღვებოდა.