აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, ქობულეთში, დაბა ოჩხამურში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის და წყალარინების სისტემის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.
ოჩხამურში წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნის და ჩამდინარე წყლების გასაწმენდად, დაგეგმილია ხელოვნური ჭაობის მოწყობა. ხელოვნური ჭაობის გამწმენდი მცენარეები ევროპაში ფართოდაა გავრცელებული და სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის ჩამდინარე წყლების ზედაპირულ წყლებში ჩაშვების და გარემოსდაცვით მოთხოვნებს.
ანგარიშის განხილვა ღია ფორმატის იყო და მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს ჰქონდა.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა გერმანია-საქართველოს შორის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში და ევროკავშირის მხარდაჭერით, ხორციელდება.