აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის და წყალარინების სისტემის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები ღია ფორმატის იყო და მასში მონაწილეობის, შენიშვნების და მოსაზრებების წარდგენის უფლება საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს ჰქონდა.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით, მოსაზრებების შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 13 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge
აჭარის დაბებისა სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის მეშვეობით, აჭარაში კომუნალური ინფრასტრუქტურა 39 სოფელსა და დაბებში მოეწყობა. პროგრამა აჭარაში გერმანია-საქართველოს შორის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში და ევროკავშირის მხარდაჭერით, ხორციელდება.