სს „აჭარის წყლის ალიანსის“ არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში მიმდინარე გარემოსდაცვითი სამიტი დასკვნით, ფინალურ ეტაპზე გადავიდა. დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამიტის ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა შედგა.
გარემოსდაცვითი სამიტის დასკვნით ეტაპში მონაწილეობას იღებს აჭარის მუნიციპალიტეტებში - ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური და ქობულეთი, საჯარო სკოლებში გამარჯვებული ეკოკლუბები.
გარემოსდაცვით სამიტში მონაწილეობას იღებდა აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის სარეაბილიტაციო ტერიტორიებზე არსებული საჯარო სკოლების 23 ეკოკლუბი.
სამიტის მიზანია გარემოსდაცვითი საკითხების გამოკვეთა, წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხების ხაზგასმა და შემარბილებელი ღონისძიებების ზომების უპირატესობების გაცნობა მოსწავლეებისთვის.
გარემოსდაცვითი სამიტი სს „აჭარის წყლის ალიანსის“, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლიმატის მართვის ცენტრის და სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება.