სს „აჭარის წყლის ალიანსი“ პროგრამის - აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინება, აჭარაში სარეაბილიტაციო ტერიტორიებზე არსებული საჯარო სკოლების ეკოკლუბებისთვის გარემოსდაცვით სამიტს მართავს. დღეს სამიტის ფარგლებში ნახევარფინალური შეხვედრა შედგა შუახევის მუნიციპალიტეტში.
შუახევის მუნიციპალიტეტიდან ნახევარფინალურ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ - დაბა შუახევის, ჭალის, წყაროთას, ბრილის და ბარათულის საჯარო სკოლები. შეჯიბრის გამარჯვებული დაბა შუახევის საჯარო სკოლა გახდა.
მოსწავლეების პრეზენტაციები კრიტერიუმების მიხედვით, სს „აჭარის წყლის ალიანსის“, მუნიციპალიტეტის მერიის, რესურსცენტრის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შეაფასეს. გარემოსდაცვით სამიტში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს, სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
დასკვნით ეტაპზე, მუნიციპალიტეტებში გამარჯვებული სკოლები, მონაწილეობას მიიღებენ სამიტის ფინალურ შეჯიბრში.
გარემოსდაცვითი სამიტი სს „აჭარის წყლის ალიანსის“, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლიმატის მართვის ცენტრის და სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება.