ხულოს მუნიციპალიტეტში, არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში დაგეგმილი გარემოსდაცვითი სამიტის ნახევარფინალი ჩატარდა.
გარემოსდაცვით სამიტში, სს „აჭარის წყლის ალიანსის“ პროგრამაში ჩართული სარეაბილიტაციო ტერიტორიებზე დაარსებული ეკოკლუბები იღებენ მონაწილეობას.
ხულოს მუნიციპალიტეტიდან ნახევარფინალურ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ - დაბა ხულოს, განახლების, ქვემო ვაშლოვანის, დიოკნისის, ძირკვაძეების, ოქრუაშვილების და ძმაგულას სკოლები. ნახევარფინალის გამარჯვებული ძირკვაძეების საჯარო სკოლა გახდა.
მუნიციპალურ ნახევარფინალებში გამარჯვებული სკოლები მონაწილეობას მიიღებენ სამიტის ფინალურ შეჯიბრში.
გარემოსდაცვითი სამიტი სს „აჭარის წყლის ალიანსის“, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლიმატის მართვის ცენტრის და სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება.