ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სს „აჭარის წყლის ალიანსის“ ინიცირებული საგანმანათლებლო აქტივობის, გარემოსდაცვითი სამიტის ნახევარფინალი გაიმართა.
გარემოსდაცვით სამიტში სს „აჭარის წყლის ალიანსის“ პროგრამაში ჩართული სარეაბილიტაციო ტერიტორიებზე დაარსებული ეკოკლუბები იღებენ მონაწილეობას.
ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან ნახევარფინალურ შეხვედრაში მონაწილეობას ჯიხანჯურის, მუხაესტატეს, ცეცხლაურის, ქვედა კვირიკეს და ოჩხამურის სკოლები იღებდნენ მონაწილეობას. შეხვედრის გამარჯვებული გიორგი შაინიძის სახელობის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლა გახდა.
ნახევარფინალზე ეკოკლუბის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები საკითხებზე:
- თვითმმართველობა და გარემოსდაცვა;
- კლიმატის ცვლილება და წყალი;
- წყალი და ადამიანის ჯანმრთელობა;
- გენდერი და წყალი;
- საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება და წყალი;
- წყალარინების ჩაშვების სტანდარტები;
მუნიციპალურ ნახევარფინალებში გამარჯვებული სკოლები მოანაწილეობას მიიღებენ სამიტის ფინალურ შეჯიბრში.
გარემოსდაცვითი სამიტი სს „აჭარის წყლის ალიანსის“, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლიმატის მართვის ცენტრის და სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება.