სს „აჭარის წყლის ალიანსის“ პროგრამის - აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინება, აჭარაში სარეაბილიტაციო ტერიტორიებზე არსებული საჯარო სკოლების ეკოკლუბებისთვის გარემოსდაცვით სამიტს მართავს.
დღეს, სამიტის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სკოლებისთვის.
ნახევარფინალზე ეკოკლუბის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები საკითხებზე:
- თვითმმართველობა და გარემოსდაცვა;
- კლიმატის ცვლილება და წყალი;
- წყალი და ადამიანის ჯანმრთელობა;
მოსწავლეების პრეზენტაციები კრიტერიუმების მიხედვით, მუნიციპალიტეტების მერიების, რესურსცენტრების და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შეაფასეს. გარემოსდაცვით სამიტში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს, სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
დასკვნით ეტაპზე, მუნიციპალიტეტებში გამარჯვებული სკოლები, მონაწილეობას მიიღებენ სამიტის ფინალურ შეჯიბრში.
გარემოსდაცვითი სამიტი სს „აჭარის წყლის ალიანსის“, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლიმატის მართვის ცენტრის და სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება.