სს „აჭარის წყლის ალიანსი“ აჭარის მასშტაბით პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული ეკოკლუბებისთვის გარემოსდაცვით სამიტს მართავს.
გარემოსდაცვითი სამიტი რამდენიმე ეტაპიანია და მნიშვნელოვანია მოსწავლეები აქტიურად ჩაერთონ და განახორციელონ აქტივობები.
ეკოკლუბებმა უკვე განახორციელეს გარემოს დასუფთავების, ხე-მცენარეების დარგვის და თანატოლგანმანათლებლობის აქტივობები.
მოსწავლეების აქტივობების პარალელურად, მიმდინარეობს შეხვედრები სკოლებთან თემატიკებზე: წყალი და გენდერი, ადგილობრივი თვითმმართველობა და გარემოსდაცვითი საკითხები, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება და წყალი, ადამიანის უფლებები და WaSH და წყალარინების ჩაშვების ნორმები.
შეხვედრების დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტებში სკოლები ამ საკითხებთან დაკავშირებით პრეზენტაციებს წარმოადგენენ და გამოვლინდება გამარჯვებული სკოლები.
საბოლოო დასკვნით ეტაპზე, მუნიციპალიტეტებში გამარჯვებული სკოლები, მონაწილეობას მიიღებენ სამიტის ფინალურ შეჯიბრში.
გარემოსდაცვითი სამიტი სს „აჭარის წყლის ალიანსის“, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლიმატის მართვის ცენტრის და სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება.