სს „აჭარის წყლის ალიანსის“ და ხულოს, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის და შუახევის წყალმომარაგებისა და წყალარინების მუნიციპალური საწარმოების თანამშრომლებისთვის, FIDIC-ის ტრენინგი გაიმართა კონტრაქტის მენეჯმენტის და მონიტორინგის შესახებ.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ FIDIC-ის ძირითად წიგნებს და განსხვავებებს. ასევე, ინფორმაციას პროექტში ინჟინრის როლის, კონტრაქტორების სამუშაოების ხარისხის შეფასების, ხელშეკრულების ტექნიკური პროცედურების და უთანხმოების გადაწყვეტის მექანიზმების შესახებ.
ტრენინგს სს „აჭარის წყლის ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ლობჟანიძე და საკონსულტაციო კომპანია MACS-ის მოწვეული ექსპერტი ბერნჰარდ ფიშერი უძღვებოდა.