აჭარის 39 სოფელში და დაბებში თანამედროვე კომუნალური ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საერთაშორისო ტენდერი მიმდინარეობს.
დღეს საერთაშორისო ტენდერით დაინტერესებულ კომპანიებთან წინასწარი სატენდერო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კომპანიები საინჟინრო-საპროექტო დოკუმენტაციებს გაეცნენ და შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები. სარეაბილიტაციო სოფლების და დაბების შესწავლის მიზნით, საველე ვიზიტები დაიგეგმა.
შეხვედრების დასრულების შემდეგ, კომპანიები KfW ბანკის რეგულაციების შესაბამისად, სატენდერო წინადადებებს წარმოადგენენ.