სს „აჭარის წყლის ალიანსი“ აჭარის მასშტაბით ჩამოყალიბებული 23 ეკოკლუბისთვის გარემოსდაცვით სამიტს მართავს.
გარემოსდაცვითი სამიტი რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. პირველ ეტაპზე მიმდინარეობს შეხვედრები მოსწავლეებთან თემატიკებზე: ადამიანის უფლებები და WaSH, მდგრადი განვითარების მიზნები, წყალი და გენდერი, მუნიციპალური გარემოსდაცვითი ბიუჯეტი, წყალარინების ჩაშვების ნორმები და ა.შ.
შეხვედრების დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტებში სკოლები ამ საკითხებთან დაკავშირებით პრეზენტაციებს წარმოადგენენ და გამოვლინდება გამარჯვებული.
საბოლოო დასკვნით ეტაპზე, მუნიციპალიტეტებში გამარჯვებული სკოლები, მონაწილეობას მიიღებენ სამიტის ფინალურ შეჯიბრში.
გარემოსდაცვითი სამიტი სს „აჭარის წყლის ალიანსის“, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლიმატის მართვის ცენტრის და სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება.