აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოსაწყობად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.
საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში აჭარის 39 სოფელსა და დაბებში დაგეგმილია:
- წყალმომარაგების რეზერვუარების მშენებლობა;
- წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა;
- წყალარინების ქსელის მშენებლობა;
- წყალმომარაგების სათავე ნაგებობების მშენებლობა;
- წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა;
- მცირე და საშუალო ზომის სეპტიკური ავზების მშენებლობა;
- წყლის სატუმბო სადგურების მშენებლობა;
- საწყობების მშენებლობა;
- ლაბორატორიების მოწყობა;
საერთაშორისო ტენდერი ორ ნაწილადაა გაყოფილი, LOT-1 მოიცავს დაბების ტერიტორიებს, ხოლო LOT-2 სოფლების.
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საერთაშორისო ტენდერი KfW სტანდარტების შესყიდვების თანახმად გამოცხადდა.
სამუშაოები FIDIC-ის რეგულაციების შესაბამისად განხორციელდება. საერთაშორისო ტენდერით დაინტერესებული კომპანიებისთვის, განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 30 მაისია.
საერთაშორისო ტენდერის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გამოთხოვნა შესაძლებელია ელ.ფოსტიდან: info@awa.ge
ინფორმაცია გამოცხადებული ტენდერების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://bit.ly/40D3Hyq და https://bit.ly/40sHPGk