22 მარტი წყლის საერთაშორისო დღეა!
ამ დღის მიზანს წარმოადგენს ხაზი გაუსვას წყლის რესურსების მდგრადი მართვის, უსაფრთხო სასმელი წყლის საჭიროების და გაეროს მდგრადი განვითარების მე-6 მიზნის მიღწევის აუცილებლობას.
2023 წელს წყლის საერთაშორისო დღის ფარგლებში, აქცენტი კეთდება თითოეული მოქალაქის აქტიურ ჩართულობაზე, თემით - „დააჩქარე ცვლილება“.
„განახორციელე ცვლილება, რომლის ნახვაც მსოფლიოში გსურს“ - ეს წლევანდელი კამპანიის დევიზია, რომლის შთაგონების წყაროც პატარა ჩიტის, კოლიბრის ისტორიაა.
იგავი, რომელიც პერუში წარმოიშვა, მოგვითხრობს კოლიბრზე, რომელიც სხვა დიდი ცხოველებისგან განსხვავებით, ტყეში გაჩენილ ხანძარს დამოუკიდებლად ებრძვის, სხვა ცხოველების დაცინვას კი დროის და ენერგიის ფუჭად ფლანგვის შესახებ უპასუხებს სიტყვებით - „მე ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია“.
წყლის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1993 წლიდან აღინიშნება.