გენდერული თანასწორობის, მეინსტრიმინგისა და ინფრასტრუქტურაზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფის შესახებ, დღეს სს „აჭარის წყლის ალიანსის“ თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგის მიზანს, გენდერული თანასწორობის და გენდერული პოლიტიკის საკითხების განხილვა წარმოადგენდა. ისაუბრეს გენდერული დისბალანსით გამოწვეულ წარუმატებელ ინფრასტრუქტურულ პროექტზე.
ასევე, განიხილეს აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობა და ქალების გაძლიერების მიმართულებით, აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები.