სს „აჭარის წყლის ალიანსი“, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლიმატის მართვის ცენტრთან და სტუდენტების საინიციატივო ჯგუფთან ერთად, გარემოსდაცვით სამიტს მართავს.
გარემოსდაცვით სამიტში ჩართულნი იქნებიან აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებული 23 ეკო კლუბი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
სამიტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. აქტივობების ფარგლებში, მოსწავლეები, მენტორებთან ერთად და დამოუკიდებლად იმუშავებენ საკითხებზე: ადამიანის უფლებები და WaSH, მდგრადი განვითარების მიზნები, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება და წყალი, კლიმატის ცვლილება და წყალი.
გარემოსდაცვით სამიტთან დაკავშირებით, ეკო კლუბების მასწავლებლებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად, დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა.