აჭარის 39 სოფელში და დაბებში, თანამედროვე სტანდარტების კომუნალური ინფრასტრუქტურა იქმნება.
წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების პროგრამის თაობაზე, დღეს შეხვედრა გაიმართა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორმა თეიმურაზ ბედინაძემ და გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (KfW) რეგიონულმა მენეჯერმა ბერნდ ჰასელმა, პროექტის ფარგლებში, 2022 წელს განხორციელებულ საქმიანობაზე და გეგმებზე ისაუბრეს.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ახლად დაფუძნებული მუნიციპალური საწარმოების და დაგეგმილი ტრენინგების საკითხები.
შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი სურმანიძე და საკონსულტაციო კომპანიების MACS-ის და Fitchner-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აჭარაში პროექტი KfW ბანკის და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის ბიუჯეტი 59.5 მილიონი ევროა.