აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებში - ხულო, შუახევი, ქობულეთი, ხელვაჩაური და ქედა, წყალმომარაგებისა და წყალარინების საწარმოები შეიქმნა.
კომუნალური კომპანიები წყალმომარაგებისა და წყალარინების ახალი სისტემების მდგრად მართვას, მენეჯმენტს და მოსახლეობისთვის 24 საათიანი უწყვეტი სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფენ.
პროგრამის ფარგლებში, მომზადდა და მიმდინარეობს ტრენინგების სერია ახლად შექმნილი კომუნალური კომპანიების თანამშრომლებისთვის. სწავლება აჭარის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროგრამის და სს „აჭარის წყლის ალიანსის“ საქმიანობის, წყალარინების სისტემების საფუძვლების და ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების შესახებ საკითხებს მოიცავს.
ტრენინგები თეორიულ და პრაქტიკული კომპონენტებისგან შედგება.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, თანამედროვე კომუნალური ინფრასტრუქტურა დაბებში და 39 სოფელში იქმნება.