აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, აჭარაში თანამედროვე კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობა ევროკავშირის, KfW ბანკის და საქართველოს გარემოსდაცვითი ნორმების შესაბამისად მიმდინარეობს.
პროგრამის სარეაბილიტაციო ტერიტორიაზე, 39 სოფელში და დაბებში ბიომრავალფეროვნების კვლევები ჩატარდა.
ჩატარებული კვლევების, აჭარაში აღმოჩენილი ენდემური სახეობებისა და პროგრამით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ნორმების შესახებ, ცეცხლაურის საჯარო სკოლების ეკოკლუბებში არაფორმალური საგანმანათლებლო შეხვედრები გაიმართა.