სს „აჭარის წყლის ალიანსმა“ გარემოსდაცვით ნორმებსა და სტანდარტებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა ხულოს და შუახევის სკოლების ეკოკლუბებში.
მოსწავლეები საერთაშორისო და ადგილობრივ ნორმებს გაეცნენ, რომლის მეშვეობითაც აჭარის 39 სოფელში თანამედროვე სტანდარტების კომუნალური ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ბიომრავალფეროვნების კვლევის შედეგების და აჭარის მასშტაბით საპროექტო ტერიტორიებზე არსებული ენდემური სახეობების შესახებ.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა დაფინანსებულია KfW ბანკის და ევროკავშირის მიერ.