სს „აჭარის წყლის ალიანსი“ არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობების შეხვედრებს აგრძელებს. პროგრამის ფარგლებში, ეკოკლუბები შეიქმნა ქობულეთში, ცეცხლაურის საჯარო სკოლებში.
ეკოკლუბების მონაწილეებთან ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრები მიზნად ისახავდა მოსწავლეებს მიეღოთ ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე პროგრამის შესახებ. ასევე, ინფორმაცია წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურული სტანდარტების შესახებ.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ერთ-ერთი მიმართულება, აჭარაში წყალმომარაგების, წყალარინებისა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ მოზარდებში ცნობიერების ამაღლებაა.