აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის საპროექტო ტერიტორიებზე მიმდინარე არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში, ეკოკლუბები შეიქმნა ხულოს და შუახევის საჯარო სკოლებში.
საინფორმაციო შეხვედრები მიზნად ისახავს მოსწავლეები ფლობდნენ ინფორმაციას აჭარაში პროგრამის მიმდინარეობის, სასმელი წყლის მოპოვების, სტანდარტების შესაბამისად დამუშავების და მოსახლეობამდე უსაფრთხოდ მიწოდების შესახებ.
აჭარის მასშტაბით კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოები 39 სოფელსა და დაბებში განხორციელდება.