აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, დაბა ქედის საჯარო სკოლაში ეკოკლუბი შეიქმნა.
ეკოკლუბის არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეები აჭარაში პროგრამის მიმდინარეობის, სასმელი წყლის მოპოვების, სტანდარტების შესაბამისად დამუშავების და მოსახლეობამდე უსაფრთხოდ მიწოდების შესახებ, ინფორმაციას გაეცნენ.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ერთ-ერთი მიმართულება, აჭარაში წყალმომარაგების, წყალარინებისა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ მოზარდებში ცნობიერების ამაღლებაა.