შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ წყაროთას საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი ნორმებისა და სტანდარტების შესახებ, არაფორმალური საგანმანათლებლო შეხვედრა ჩატარდა.
მოსწავლებმა საქართველოს, ევროკავშირის და KfW ბანკის გარემოსდაცვითი წესების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
გაეცნენ საერთაშორისო და ადგილობრივ ნორმებს, რომლის მეშვეობითაც აჭარის 39 სოფელში თანამედროვე სტანდარტების კომუნალური ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ნახეს პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ბიომრავალფეროვნების კვლევის შედეგები.
ასევე, გაიგეს პროგრამის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას, რა შემარბილებელი ღონისძიებები ჩატარდება ენდემური სახეობების შესანარჩუნებლად.