აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მიმდინარე საერთაშორისო ტენდერის შესახებ ვორქშოფი გაიმართა.
ვორქშოფი საერთაშორისო ტენდერის წინასაკვალიფიკაციო დოკუმენტაციის მომზადების და წარმოდგენის საკითხებს შეეხებოდა.
აჭარაში კომუნალური ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის კომპანიებს წინასკვალიფიკაციო დოკუმენტაციების წარმოდგენა 2022 წლის 19 დეკემბრამდე შეუძლიათ.
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი KfW სტანდარტების შესყიდვების თანახმადაა გამოცხადებული.
ვორქშოფი ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდა. შეხვედრას სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე, საკონსულტაციო კომპანიის MACS და საერთაშორისო ტენდერით დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.