აჭარის 39 სოფელსა და დაბებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების შექმნის მიზნით, საერთაშორისო ტენდერი მიმდინარეობს.
თანამედროვე კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანიების სატენდერო პაკეტები დღეს გაიხსნა.
ტენდერის ფარგლებში განხორციელდება:
- წყალმომარაგების რეზერვუარების მშენებლობა;
- წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა;
- წყალარინების ქსელის მშენებლობა;
- წყალმომარაგების სათავე ნაგებობების მშენებლობა;
- წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა;
- მცირე და საშუალო ზომის სეპტიკური ავზების მშენებლობა;
- წყლის სატუმბო სადგურების მშენებლობა;
- საწყობების მშენებლობა;
- ლაბორატორიების მოწყობა;
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საერთაშორისო ტენდერი KfW სტანდარტების შესყიდვების თანახმად მიმდინარეობს. ტენდერი ორ ნაწილადაა გაყოფილი, LOT-1 მოიცავს დაბების ტერიტორიებს, ხოლო LOT-2 სოფლების.
აჭარაში პროგრამა გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობისა და ევროკავშირის მიერ საქართველოს ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში ხორციელდება. ბიუჯეტი 59,5 მილიონ ევროს შეადგენს.