19 ნოემბერი საპირფარეშოების საერთაშორისო დღეა
საკონსულტაციო კომპანიებთან ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია
პირველი სამუშაო შეხვედრა საკონსულტაციო კომპანიებთან
აჭარაში წყლის და წყალარინების სისტემების განვითარების პროექტი ხორციელდება
აჭარაში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების განვითარების პროექტი მიმდინარეობს
აჭარის წყლის სისტემების პროექტის საწყისი ფაზის ვორქშოფი
კოვიდ რეგულაციები
სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასურსათო კალათები დაურიგდათ
საერთაშორისო სატენდერო პაკეტების გახსნა
სამუშაო შეხვედრა მიმდინარე სამუშაოების შესახებ
სამუშაო შეხვედრა შუახევში მიმდინარე კვლევითი სამუშაოების შესახებ
სამუშაო შეხვედრა დაგეგმილ სარეაბილიტაციო საკითხებთან დაკავშირებით
საინჟინრო-საპროექტო ნახაზების წარდგენა
19 ნოემბერი საპირფარეშოების საერთაშორისო დღეა
19 ნოემბერი საპირფარეშოების საერთაშორისო დღეა.
ამ დღის მიზანია გაზარდოს ცნობიერება გამართული წყალარინიების სისტემების არსებობისა და ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით. მსოფლიოში 3,6 მილიარდ ადამიანზე მეტს, არ აქვს წვდომა კომუნალურ სისტემებთან, რაც იწვევს გლობალურ სანიტარულ კრიზისს.
მიმდინარე 2022 წლის საპირფარეშოების საერთაშორისო დღის ფარგლებში, მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს კამაპანია - გავხადოთ უხილავი ხილვადი. კამპანია მიზნად ისახავს წარმოაჩინოს წყალარინების სისტემების არსებობის აუცილებლობა, რათა არ მოხდეს მიწისქვეშა წყლების დაბინძურება რომელიც ხშირად გამოიყენება როგორც სასმელად, ისე საირიგაციოდ.
სუფთა წყალი და სანიატარია გაეროს მდგრადი განვითარების მე-6 მიზანია და განმარტავს - 2030 წლისთვის ყველა ადამიანს ადეკვატურ და თანაბარ სანიტარიულ და ჰიგიენურ პირობებზე უნდა ჰქონდეთ წვდომა, საგანგებო ყურადღების მიპყრობით ქალებისა და გოგონებზე.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, აჭარაში თანამედროვე სტანდარტების წყალარინების სისტემა იქმნება. წყალარინების სისტემები ადაპტირებულია რეგიონის ლანდაფშატზე. მაღალმთიანი აჭარის უმეტეს სოფლებში დეცენტრალური ტიპის წყალარინების სისტემა მოეწყობა, რაც გამორიცხავს უარყოფით ზემოქმედებას ბუნებაზე.
საპირფარეშოების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად გაერთიანებული ორგანიზაციის მიერ, ყოველწლიურად 2013 წლიდან აღინიშნება.