აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, აჭარის მასშტაბით 24 საათიანი წყალმომარაგება და გამართული წყალარინების სისტემები იქმნება.
პროგრამის თანახმად, ხულოს მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილია ხულოს დაბაში და სოფლებში: ქვემო ვაშლოვანი, დუაძეები, ოქრუაშვილები, თხილაძირი, დიოკნისი, დეკანაშვილები, ზედა დეკანაშვილები, განახლება, ძირკვაძეები, გურძაული და ძმაგულა.
სოფლებში - თხილაძირი, განახლება და დიოკნისი, მოსახლეობისთვის პროგრამის მიმდინარე სამუშაოების და მოსახლეობის სეპტიკური ავზების მდებარეობის გადამოწმების მიზნით, შეხვედრები გაიმართა.