გარემოსდაცვითი ნორმების და სტანდარტების შესახებ, არაფორმალური საგანმანათლებლო შეხვედრები ჩატარდა ხულოში, განახლების და ძმაგულას საჯარო სკოლებში.
მოსწავლებმა საქართველოს, ევროკავშირის და KfW ბანკის გარემოსდაცვითი წესების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
გაეცნენ საერთაშორისო და ადგილობრივ ნორმებს, რომლის მეშვეობითაც აჭარის 39 სოფელში თანამედროვე სტანდარტების კომუნალური ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ნახეს პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ბიომრავალფეროვნების კვლევის შედეგები.
ასევე, გაიგეს პროგრამის სარეაბილიტაციო ტერიტორიებზე რომელი ენდემური და წითელი ნუსხით დაცული სახეობები იქნა აღმოჩენილი და რა შემარბილებელი ღონისძიებები ჩატარდება მათ შესანარჩუნებლად.