ხელვაჩაურში დაგეგმილი წყალმომარაგებისა და წყალარინების რეაბილიტაციის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა შედგა.
შეხვედრის საკითხს, კომუნალური ინფრასტრუქტურის ნაგებობების მდებარეობა წარმოადგენდა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება შემდეგ ტერიტორიებზე: ერგე, ჯოჭო, კირნათი და კობალეთი.
შეხვედრას „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე და საკონულტაციო კომპანია MACS-ის თანამშრომლები ესწრებოდნენ.