სს „აჭარის წყლის ალიანსის“ არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობები აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების სოფლების საპროგრამო სოფლებში გრძელდება.
გარემოსდაცვითი ნორმებისა და სტანდარტების შესახებ, შეხვედრები ხულოში, ძირკვაძეების და ოქრუაშვილების საჯარო სკოლებში ჩატარდა.
შეხვედრაზე, მოსწავლეები საერთაშორისო და ადგილობრივ გარემოსდაცვით ნორმებს და პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს გაეცნენ. ასევე, ნახეს აჭარის მასშტაბით პროგრამის სარეაბილიტაციო არეალში დაცული ენდემური სახეობები.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების სოფლების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ბიომრავალფეროვნების კვლევების შედეგად, ხულოს მუნიციპალიტეტში აღმოჩენილია შემდეგი ენდემური მცენარეები: აჭარული გლერძი, მრგვალფოთოლა ამარაკუსი, რძიანა, ვორონოვის ირაგა და კავკასიური ხარისძირა.
პროგრამის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისას, ერთ-ერთი მთავარი მოვალება ბიომრავალფეროვნების და ენდემური სახეობების შენარჩუნებაა.