კირნათის საჯარო სკოლის ეკოკლუბში აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის გარემოსდაცვითი ნორმების შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა შედგა.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა ევროკავშირის, KfW ბანკის და ადგილობრივ გარემოსდაცვითი ნორმების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ასევე, ნახეს პროგრამის ფარგლებში, სარეაბილიტაციო არეალში ჩატარებული ბიომრავალფეროვნების კვლევების შედეგები.
ხელვაჩაურში, კირნათი-კობალეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილია საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი დაცული სახეობა - კავკასიური სალამანდრა.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისას, ერთ-ერთი მთავარი მოვალება ბიომრავალფეროვნების და ენდემური სახეობების შენარჩუნებაა.
ენდემური სახეობების დაცვის მიზნით, მცენარეების თესლების შეგროვება და მოთესვა მიმდინარეობს. რამდენიმე ადგილზე, მოხდა მცენარეების გადარგვა.