ქედის მუნიციპალიტეტში შეხვედრა შედგა აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამაში ჩართული სოფლების საინიციატივო ჯგუფებთან.
შეხვედრის საკითხს სოფელში მომხმარებელთა ჯგუფის და მომხმარებელთა ჯგუფის საბჭოს შექმნა წარმოადგენდა.
სოფლის მომხმარებელთა ჯგუფი სოფელში თითოეული ოჯახიდან ერთი წარმომადგენლის სახით შეიქმნება. ჯგუფის მონაწილეები, ხმათა უმრავლესობით სოფლის მომხმარებელთა ჯგუფის საბჭოს აირჩევს.
სოფლის მომხმარებელთა ჯგუფი და საბჭო ჩართული იქნება სოფელში დაგეგმილი წყალმომარაგებისა და წყალარინების რეაბილიტაციის საკითხებში. დამატებით, სოფლის მომხმარებელთა ჯგუფის საბჭო, სს „აჭარის წყლის ალიანსს“ და წყალმომარაგებისა და წყალარინების კომუნალური ინფრასტრუქტურის საწარმოს დაეხმარება სოფელში სისტემების ოპერირებისთვის ოპერატორების შერჩევის საკითხებში.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, სოფლებში მომხმარებელთა ჯგუფებისა და მომხმარებელთა ჯგუფის საბჭოების შექმნის მთავარ მიზანს, კომუნალური ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის მიმართ უფლებებისა და მოვალეობების გადანაწილება წარმოადგენს.