ვაკანსია - საწარმოს წყლისა და წყალარინების ინჟინერი
სამუშაო შეხვედრები ქედის მუნიციპალიტეტში
ქედაში ვორქშოფი გაიმართა
ქედაში, სოფელ კოლოტაურში წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ვაიოში
წინასწარი საპროექტო-საინჟინრო დოკუმენტაციების წარდგენა ტიბეთაში
სამუშაო შეხვედრა ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში
სამუშაო შეხვედრა სოფელ კოლოტაურში
სამუშაო შეხვედრა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან სოფელ ტიბეთაში
საინფორმაციო შეხვედრების ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში
საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ვაიოში
ქედაში, სოფელ აქუცაში საინფორმაციო შეხვედრა შედგა
ქედის სოფლებში მილისი, უჩხითი და ქოსოფელი პირველი საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა
ვაკანსია - საწარმოს წყლისა და წყალარინების ინჟინერი
სს "აჭარის წყლის ალიანსი", გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, KfW ბანკის მეშვეობით და ევროკავშირთან ერთად, აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამას ახორციელებს.
პროგრამა მიზნად ისახავს ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნას თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.awa.ge
სს "აჭარის წყლის ალიანსი", აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში წყლის საწარმოს ინჟინრების შერჩევის მიზნით, აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: საწარმოს წყლისა და წყალარინების ინჟინერი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი (ჯამში - 5 ვაკანსია)
სამუშაოს აღწერილობა:
კანდიდატები, რომლებიც ცხოვრობენ ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტში, პასუხისმგებელი იქნებიან სისტემების სათანადოდ ტექნიკური ფუნქციონირებისა და მომხმარებლისთვის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფაზე.
მინიმალური მოთხოვნები:
- არანაკლებ უმაღლესი განათლება/პროფესიული კურსი ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის მიმართულებით; ან/და ანალოგიურ პოზიციაზე ტექნიკურ გარემოში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.
- ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) დამაკმაყოფილებელ დონეზე ცოდნა.
საკონკურსო თემატიკა:
- წყლის, წყალარინების რელევანტური ექსპლუატაციის და უზრუნველყოფის ტექნიკური ცოდნა ყველა საკითხში;
- ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული აღჭურვილობისა და მასალის ცოდნა: მილები, ფიტინგები, აქსესუარები და სხვა;
- პროექტისა და სამშენებლო ხარჯების, პროცედურების ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- მზაობა სწავლისა და წარმატებისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ შევსებული (თანდართული განაცხადის ფორმაში ), პირადობის მოწმობის ასლი, განათლების და შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთი ქვემოთ მოცემულ მისამართზე: vacancy@awa.ge ან ჩააბაროთ შესაბამის მუნიციპალიტეტის კანცელარიას. ასევე შეგიძლიათ მიიტანოთ საბუთები სს "აჭარის წყლის ალიანსის" მისამართზე: ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N1.
გთხოვთ, განაცხადის ფორმაში წარმოადგინეთ მონაცემები სრულყოფილად (განათლება და სამუშაო გამოცდილება) და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განცხადების შეტანის ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი, 2022 წელი.
შენიშვნა: გასაუბრება ჩაუტარდებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გასაუბრების გამართვის ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ შესაბამის კანდიდატებს განაცხადის ფორმაში მითითებული ელ. ფოსტის/სატელეფონო შეტყობინების საშუალებით.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595 05 22 16.