ვაკანსია - ჭავლით გამრეცხი ასანიზაციის მანქანის ოპერატორი
სამუშაო შეხვედრა შუახევის მუნიციპალიტეტში
სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტებთან
საინფორმაციო შეხვედრა წყალმომარაგების საკითხებზე
საინფორმაციო შეხვედრები შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში
შუახევში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემის განვითარების პროექტი ხორციელდება
საინფორმაციო შეხვედრა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში
საინფორმაციო შეხვედრა შუახევში სოფელ კვიახიძეებში
შეხვედრები შუახევის სოფლებში ზემო ხევი და ბრილი
საინფორმაციო შეხვედრა შუახევში, სოფელ ბარათაულში
შეხვედრა სოფელ სამოლეთში
საინჟინრო დოკუმენტების წარდგენა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში
წინასწარი საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენა
ვაკანსია - ჭავლით გამრეცხი ასანიზაციის მანქანის ოპერატორი
სს "აჭარის წყლის ალიანსი", გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, KfW ბანკის მეშვეობით და ევროკავშირთან ერთად, აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამას ახორციელებს.
პროგრამა მიზნად ისახავს ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში, შეიქმნას თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.awa.ge .
სს "აჭარის წყლის ალიანსი", შუახევის და ქობულეთის მუნიციპალიტეტში სპეცტექნიკის მძღოლი-ოპერატორების შერჩევის მიზნით, აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ჭავლით გამრეცხი ასანიზაციის მანქანის ოპერატორი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: შუახევი, ქობულეთი (ჯამში - 2 ვაკანსია)
სამუშაოს აღწერილობა:
კანდიდატები, რომლებიც ცხოვრობენ შუახევის და ქობულეთის მუნიციპალიტეტში, პასუხისმგებლები იქნებიან სტანდარტული პროცედურების შესაბამისად, ავტომობილის ადეკვატურ და გონივრულ ექსპლუატაციასა და უზრუნველყოფაზე, დოკუმენტაციის შედგენასა და ანგარიშგებაზე. ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების და გარემოსდაცვით და სოციალურ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.
მინიმალური მოთხოვნები:
- საშუალო განათლება;
- ტექნიკური საკითხების ცოდნა;
- სატვირთო მანქანის მართვის მოწმობის ქონა (B და C კატეგორიები) უპირატესობაა;
- ფიზიკური მზადყოფნა, რთულ პირობებში მუშაობისთვის მზაობა;
- შუახევის და ქობულეთის მუნიციპალიტეტში ცხოვრება;
- სწავლისადმი ინტერესი და მზაობა;
- სტანდარტული პროცედურების მიხედვით გულმოდგინედ მუშაობის უნარი;
- დოკუმენტაციის მომზადებისა და ანგარიშგების უნარები;
- გუნდში მუშაობისთვის მზაობა, მოქნილობა;
- ძლიერი პასუხისმგებლობა სამუშაოს მიმართ.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ შევსებული (თანდართული განაცხადის ფორმა ), პირადობის და მართვის მოწმობის ასლები, განათლების და შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთი ქვემოთ მოცემულ მისამართზე: vacancy@awa.ge ან ჩააბაროთ შესაბამის მუნიციპალიტეტის კანცელარიას. ასევე შეგიძლიათ მიიტანოთ საბუთები სს "აჭარის წყლის ალიანსის" მისამართზე: ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N1.
გთხოვთ, განაცხადის ფორმაში წარმოადგინეთ მონაცემები სრულყოფილად (განათლება და სამუშაო გამოცდილება) და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განცხადების შეტანის ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი, 2022 წელი.
შენიშვნა: გასაუბრება ჩაუტარდებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გასაუბრების გამართვის ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ შესაბამის კანდიდატებს განაცხადის ფორმაში მითითებული ელ. ფოსტის/სატელეფონო შეტყობინების საშუალებით.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595 05 22 16.