ვაკანსია - მცირე ასანიზაციის მანქანის მძღოლი-ოპერატორი
სამუშაო შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში
ვორქშოფი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში
საინფორმაციო შეხვედრა კირნათსა და კობალეთში
საინფორმაციო შეხვედრები კირნათსა და კობალეთში
სამუშაო შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში
ბიომრავალფეროვნების კვლევა და მისი მნიშვნელობა
საინფორმაციო შეხვედრები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში
სამუშაო შეხვედრა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან სოფლებში კირნათი და კობალეთი
საინფორმაციო შეხვედრები ხელვაჩაურის სოფლებში
საინფორმაციო შეხვედრები ერგეს და ჯოჭოს სოფლებში
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საინფორმაციო შეხვედრა კირნათის საჯარო სკოლაში
ვაკანსია - მცირე ასანიზაციის მანქანის მძღოლი-ოპერატორი
სს "აჭარის წყლის ალიანსი", გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, KfW ბანკის მეშვეობით და ევროკავშირთან ერთად, აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამას ახორციელებს.
პროგრამა მიზნად ისახავს ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში, შეიქმნას თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.awa.ge
სს "აჭარის წყლის ალიანსი", ხულოს, შუახევის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სპეცტექნიკის მძღოლი-ოპერატორების შერჩევის მიზნით, აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მცირე ასანიზაციის მანქანის მძღოლი/ოპერატორი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ხულო, შუახევი, ხელვაჩაური, ქობულეთი (ჯამში - 4 ვაკანსია)
სამუშაოს აღწერილობა:
კანდიდატები, რომლებიც ცხოვრებენ ხულოს, შუახევის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტში, პასუხისმგებლები იქნებიან სტანდარტული პროცედურების შესაბამისად, ავტომობილის ადეკვატურ და გონივრულ ექსპლუატაციასა და უზრუნველყოფაზე, დოკუმენტაციის შედგენასა და ანგარიშგებაზე. ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების და გარემოსდაცვით და სოციალურ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.
მინიმალური მოთხოვნები:
- საშუალო განათლება;
- ტექნიკური საკითხების ცოდნა;
- სატვირთო მანქანის მართვის მოწმობის ქონა სავალდებულოა (B და C კატეგორიები);
- ფიზიკური მზადყოფნა, მზაობა რთულ პირობებში მუშაობისთვის;
- ხულოს, შუახევის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტში ცხოვრება;
- ინტერესი და სწავლისთვის მზადყოფნა;
- სტანდარტული პროცედურების მიხედვით გულმოდგინედ მუშაობის უნარი;
- დოკუმენტების მომზადებისა და ანგარიშგების უნარები;
- გუნდში მუშაობისთვის მზადყოფნა, მოქნილობა;
- სამუშაოს მიმართ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ შევსებული (თანდართული განაცხადის ფორმა ), პირადობის და მართვის მოწმობის ასლები, განათლების და შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთი ქვემოთ მოცემულ მისამართზე: vacancy@awa.ge ან ჩააბაროთ შესაბამის მუნიციპალიტეტის კანცელარიას. ასევე შეგიძლიათ მიიტანოთ საბუთები სს "აჭარის წყლის ალიანსის" მისამართზე: ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N1.
გთხოვთ, განაცხადის ფორმაში წარმოადგინეთ მონაცემები სრულყოფილად (განათლება და სამუშაო გამოცდილება) და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განცხადების შეტანის ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი, 2022 წელი.
შენიშვნა: გასაუბრება ჩაუტარდებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გასაუბრების გამართვის ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ შესაბამის კანდიდატებს განაცხადის ფორმაში მითითებული ელ. ფოსტის/სატელეფონო შეტყობინების საშუალებით.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595 05 22 16.