შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბარათაული, ჭალა, წყაროთა და ზემო ხევი, 24 საათიანი წყალმომარაგებისა და გამართული წყალარინების სისტემები იქმნება.
დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და წყალარინების სეპტიკური ავზების მდებარეობის დაზუსტების მიზნით, აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, აჭარის სოფლებში დეცენტრალიზირებული წყალარინების სისტემების შექმნა იგეგმება.
აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარებისთვის 59,5 მილიონი ევრო დაიხარჯება.